წესები და პირობები

ძვირფასო მომხმარებელო,

მადლობას გიხდით შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867)-ის - mallline.io-ით სარგებლობისთვის. აღნიშნული მომსახურების პირობები (შემდგომში: "პირობები") არეგულირებს თქვენს მიერ mallline.io-ით სარგებლობის პირობებს, მათ შორის mallline.io-ის ვებ-გვერდის მომსახურეობის პირობებს. (ერთობლივად მოხსენიებული როგორც: "სისტემა").

  • შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867)-ის - mallline.io-ს სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს და ადასტურებთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გამჟღავნება განხორციელდება შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867)-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
  • მომსახურება მოიცავს პლატფორმას, რომელიც გთავაზობთ ერთ ან მეტ ვირტუალურ მაღაზიას (შემდგომში "გამყიდველი"), სადაც საშუალება გაქვთ აირჩიოთ სასურველი პროდუქცია და მიიღოთ ის.
  • პროდუქტების შეკვეთით, უფლებას გვაძლევთ თქვენს მიერ შერჩეული გამყიდველებისგან მოგაწოდოთ სასურველი პროდუქცია, თქვენთვის სასურველ ადგილზე. (პროდუქტების შეკვეთით, უფლებას გვაძლევთ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქციის ღირებულება გადაურიცხოთ, პროდუქციის გამყიდვლებს) ან ამოვიღოთ საერთოდ

1. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:

  • იძენთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867)-ის - mallline.io-ის (სივრცეში/სისტემაში) განთავსებული ვებ-გვერდის მეშვეობით და თქვენს მიერ მითითებულ ადგილას იღებთ სასურველ შეკვეთას;
  • ეთანხმებით, რომ შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) მიიღებს ნებართვას თქვენი თანხებით დაფაროს გამყიდველისგან თქვენს მიერ შეძენილი პროდუქციის ღირებულება;
  • აღიარებთ და ეთანხმებით, რომ გარდა თქვენსა და შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867)-ს შორის ცალკე არსებული შეთანხმებისა, შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867)-ი, არ ამყარებს თქვენთან საქმიან ურთიერთობას და არ გააჩნია საკუთრების უფლება იმ პროდუქციაზე, რომელსაც თქვენ შეიძენთ სისტემის მეშვეობით;
  • აღიარებთ და ეთანხმებით, რომ შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) mallline.io-ზე გამოქვეყენებულ ყველა ფოტოგრაფიულ ნაწარმოებზე განსაკუთრებული საავტორო უფლებები ეკუთვნის გამყიდველს. უფლებისმფლობელის წერილობით თანხმობის გარეშე არ მოახდენთ ფოტოგრაფიული ნაწარმოებების რეპროდუცირებას ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, გამრავლებას, გავრცელებას, საჯარო შესრულებას, საჯარო გადაცემას და სხვა ისეთ ქმედებას, რომელიც იწვევს ან შეიძლება იწვევდეს „საავტორო და მომიჯანავე უფლებების შესახებ" კანონის დარღვევას.

2. ჩვენი სერვისებით სარგებლობა

  • მომსახურების გამოყენებისათვის განკუთვნილი მიზნებისათვის, შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867)-ის განიჭებთ შეზღუდულ (არა ექსკლუზიურ) უფლებას, გამოიყენოთ სისტემა mallline.io-ის პოლიტიკის და პირობების შესაბამისად. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ სერვისებთან წვდომა იქონიოთ მხოლოდ ე.წ. "ინტერფეისების" მეშვეობით, რასაც უზრუნველყოფს შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს მეშვეობით.
  • სერვისების გამოყენებისთვის საჭიროა მომხმარებლის ანგარიშის შექმნა. თქვენ თანხმდებით, რომ ხართ პასუხისმგებელი ყველა მოქმედებაზე და ტრანზაქციებზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშით ან თქვენი ანგარიშის გამოყენებით და რომ მიიღებთ ყველა ზომას, რათა თქვენი პაროლი და სხვა ანგარიშის პარამეტრები იყოს დაცული;
  • თქვენ ასევე თანხმდებით, რომ სერვისებთან წვდომისას ან გამოყენებისას იმოქმედებთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  • პატივისცემით მოეპყროთ მათ, ვისთან შეხებაც გექნებათ მომსახურებით სარგებლობისას, მათ შორის ადმინისტრატორს და შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს სხვა დამხმარე პირ(ებ)ს;
  • შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io- იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, მისი შეხედულებისამებრ, უარი თქვას შეკვეთაზე ან გააუქმოს იგი.
  • იმ შემთხვევაში თუ თქვენ შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს აწვდით მოსაზრებებს ან შენიშვნებს სერვისებთან დაკავშირებით, თქვენ ანიჭებთ შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს უფლებას გამოიყენოს მოსაზრებები, შენიშვნები ან კომენტარები ნებისმიერი მიზნისათვის შეზღუდვის ან ანაზღაურების გარეშე, შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს მიერ მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი ფუნქციების დანერგვის მიზნით;
  • შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io- უფლებამოსილია განახორციელოს ახალი ფუნქციების დანერგვა, არსებული ფუნქციების შეცვლა/ამოღება, ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე.

3. ჩვენთან კომუნიკაცია

  • შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ის მომხმარებლის ანგარიშის შექმნით, თქვენ უფლებას აძლევთ შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს დაგეკონტაქტოთ: ელ.ფოსტით, სმს ტექსტური შეტყობინებით და განხორციელებული ზარების მეშვეობით, თქვენს მიერ, შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს სისტემაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მიიღოთ სარეკლამო წერილები, ტექსტური შეტყობინებები ან სხვა განახლებული ინფორმაცია, შესაძლებლობა გეძლევათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებაზე.

4. შეკვეთა

  • შეკვეთის განხორციელებისას შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io- არ ახორციელებს შერჩეული/შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას და არ იღებს პასუხისმგებლობას მიწოდებაზე.
  • შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს სისტემის მეშვეობით ახორციელებს ,,გამყიდველის" მიერ სისტემის პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ამ პლატფორმაზე განთავსებული, თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქციის ღირებულების, თქვენი თანხებით დაფარვას;
  • mallline.io-ს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქტის ფოტოსურათზე, წონაზე და პროდუქტის სხვა მახასიათებლებზე პასუხისმგებელია ,,გამყიდველი". აღნიშნული ინფორმაცია, შეკვეთის განხორციელებამდე, მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს ,,გამყიდველ-თან".
  • გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს არ აქვს საკუთარი მარაგები და დამოკიდებულია კონკრეტული გამყიდველის მარაგებზე, შეკვეთის დროს შესაძლოა მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პროდუქციის სახეობა ან/და რაოდენობა არ იყოს მარაგში. ასეთ დროს, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია, შეკვეთის განხორციელებამდე გადაამოწმოს გამყიდველთან.
  • გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე მითითებული ნივთის/პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). ინფორმაციის განახლება პროდუქციის ფასებზე, წონასა და მარაგებზე ხორციელდება გამყიდველის მიერ. შესაბამისად, მომხმარებლის მიერ შეკვეთისათვის გადახდილი თანხა ვალიდურია მხოლოდ კონკრეტული შეკვეთისათვის. პროდუქციის შეძენის შემდგომ ფასის ცვლილების შემთხვევაში, შემძენს გადახდილ თანხასა და ახალ ფასს შორის სხვაობა არ უნაზღაურდება.
  • მომხმარებლის მიერ პროდუქციის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, რეალიზებული პროდუქციის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია პროდუქციის გამყიდველისათვის სრული ან ნაწილობრივი დაბრუნება. პროდუქციის ხარისხსზე/ვარგისიანობაზე და მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამყიდველს. გამყიდველი ასევე პასუხს აგებს უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის.

5. პროდუქციის ხარისხი და შემადგენლობა

  • თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io არ კისრულობს პასუხისმგებლობას გამყიდველის პროდუქციაზე და მის შიგთავსზე, რომელსაც იძენთ და მოიხმართ სისტემის საშუალებით. აღნიშნული ქმედებით თქვენ მოქმედებთ გონივრული რისკის საფუძველზე და შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთი სახის შენაძენზე, გამოყენებასა თუ ინფორმაციის სისწორეზე.
  • მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეძენილი ნივთის/მომსახურების მიღების შემდგომ მისი უკან დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია წარედგინება მხოლოდ გამყიდველს.
  • მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში, აღნიშნულის თაობაზე მყიდველი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს.
  • მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის/მომსახურების დაბრუნების უფლებით, დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად.

6. სერვისის გამოყენების გაუქმება/შეწყვეტა

  • თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ სისტემის გამოყენება ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  • თავის მხრივ, შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io უფლებას იტოვებს სისტემასთან წვდომა შეგიწყვიტოთ თქვენ ან ნებისმიერ სხვა მომხმარებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

7. ანაზღაურების პირობა

  • გამყიდველსა და მომხმარებელს (შემკვეთს) შორის ანგარიშსწორება ხორციელდება შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io მეშვეობით.
  • თუ შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io თავისი ინიციატივით გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას/შეკვეთას, შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) mallline.io მიერ ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე.
  • თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის ანგარიშზე.
  • მყიდველისთვის ნივთის/მომსახურების ჩაბარებიდან არაუმეტეს 24 სამუშაო დღის ვადაში შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io რეალიზებული ნივთის/მომსახურების საფასურს ურიცხავს გამყიდველს მის მიერ mallline.io-ში რეგისტრირებულ/მითითებულ ანგარიშის ნომერზე შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io სერვისების საფასურის გამოკლებით.

8. მარეგულირებელი ნორმები

მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის არსებობის შემთხვევაში ორივე მხარე ეცდება პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

9. ცვლილებები და დამატებები

  • აღნიშნული პირობები შეიძლება შეიცვალოს ან განხორციელდეს მასში დებულებების დამატება, რომელიც წარმოადგენს სრული შეთანხმების ნაწილს თქვენსა და შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io-ს შორის.
  • თუ ამ პირობებში არსებული ნებისმიერი დებულება აღმოჩნდება არარელევანტური სასამართლოსთვის, ეს დებულებები გავრცელდება მხოლოდ მინიმალური სტანდარტით, ხოლო სარწმუნო და კანონიერი ძალის მქონე დებულებები ძალაში დარჩება სრული მოცულობითა და მნიშნელობით.

10. ცვლილებები პირობებში

  • არსებულ პირობებში ნებისმიერი სახის ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ განახლებულ წესებსა და პირობებს ჩვენს mallline.io ელ. ვებ-გვერზე;
  • განსაკუთრებული ინტერესისა და მნიშვნელობის მქონე ცვლილებების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული დამატებით გეცნობებათ სისტემაში თქვენთვის მოწოდებული შეტყობინების გზით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განახლებულ წესებსა და პირობებს არ დაეთანხმებით, საშუალება გეძლევათ შეწყვიტოთ mallline.io სისტემის გამოყენება.

11. საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და სასაქონლო ნიშნების გამოყენება

  • შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io პატივს სცემს და იცავს სხვის საავტორო და მომიჯნავე უფლებებსა და სასაქონლო ნიშნების გამოყენებასთან დაკავშირებულ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს, "სასაქონლო ნიშნების" შესახებ საქართველოს კანონისა და "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
  • შპს „მოლლლაინ" (ს/ნ 402172867) - mallline.io რეაგირებას მოახდენს ზემოაღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ნებისმიერი სახის დარღვევის ყველა შესაძლო შეტყობინებაზე და უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ნებისმიერი ურთოერთობა მომხმარებლთან, მათ შორის განახორციელოს სისტემაში დამრღვევი მხარის პირადი ანგარიშის გაუქმება.
  • mallline.io-ზე გამოქვეყენებულ ყველა ფოტოგრაფიულ ნაწარმოებზე განსაკუთრებული საავტორო უფლებები ეკუთვნის გამყიდველს. ფოტოგრაფიული ნაწარმოებების ყოველი ფორმით გამოყენებისას უნდა მიმართოთ კომპანიის ადმინისტრაციას და მიიღოთ სათანადო ლიცენზია მათ გამოყენებაზე.
  • წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული, სხვისი საავტორო და მომიჯნავე უფლებისა და სასაქონლო ნიშნების არასამართლებრივად გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტის ამსახველი ქმედების შეტყობის შემთხვევაში, გთხოვთ ჩვენი სიტემის მეშვეობით მოგვაწოდოთ შესაბამისი დეტალური ინფორმაცია.

12. საკონტაქტო ინფორმაცია

იმ შემთხვევაში თუ გაქვთ კითხვები ან შენიშნვენი წესებსა და პირობებთან მიმართებაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ. ფოსტა: info@mallline.io